პაპუნაშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

444

სტუმრად, “ნუმანსიასთან” ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის პირველი ნახევარფინალური მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, “სარაგოსა” იმედით იყო აღსავსე და განმეორებით შეხვედრაში მიზნის მიღწევაში დარწმუნებული გახლდათ.

მთელი ქალაქი თამაშისთვის ემზადებოდა, საზეიმო განწყობა სუფევდა, გულშემატკივრები გუნდს გასამხნევებლად სტადიონის შესასვლელთან შეეგებნენ და რაც მერე მოხდა, კარგად იცით. არაგონულ გუნდს მთელი სეზონის შრომა უცბად წყალში ჩაეყარა.

გიორგიმ ნამატჩევს ქომაგებს სოციალური ქსელით მოუბოდიშა, თქვა, რომ ეს წაგება მათ უფრო გააძლიერებს, ერთად ყველაფერს მიაღწევენ და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

სხვათა შორის, გულშემატკივრებმა ფეხბურთელები კი არ გააკრიტიკეს, არამედ ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადეს.