რეალი დათმობაზე მიდის

429

მადრიდის რეალი ცდილობს გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეინარჩუნოს და მისი სურვილი ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს.

მადრიდულმა კლუბმა 33 წლის პორტუგალიელს ყოველწლიური ხელფასის სახით 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

გარდა ფიქსირებული ხელფასისა, სამეფო კლუბი რონალდუს არა ერთ სხვა ბონუსსაც სთავაზობს, რომელიც საერთო ჯამში 7.5 მილიონ ევროს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, მაშინ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი 2 მილიონ ევროს მიიღებს, ლა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურება 1.5 მილიონს გაუტოლდება, ხოლო ერთი მილიონით ესპანეთის თასისა და ფიფას ოქროს ბურთის მოგების შემთხვევები განისაზღვრება.

გათვალისწინებული კიდევ 500 000 ევროა, რასაც მადრიდელთა ყველა დროის ბომბარდირი გოლების რაოდენობით საუკეთესო შედეგის ჩვენების შემთხვევაში და კონტრაქტით გათვალისწინებული მატჩების მინიმალურ რაოდენობაში მონაწილეობისთვის მიიღებს.

საერთო ჯამში კრიშტიანუს ანაზღაურება მაქსიმალური წარმატების შემთხვევაში 32.5 მილიონს გაუტოლდება, რაც ბარსელონას ლიდერ ლიონელ მესისა და პსჟ-ს ვარსკვლავ ნეიმარის ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

leadersport