სიახლეები იტალიური ფეხბურთის გარშემო

397

17 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე სერია C-ს წლევანდელ ჩემპიონ ,,პადოვაში” ითამაშებს, შესაბამისად ძალებს მის ახალ გუნდთან ერთად ერთი საფეხურით მაღლა მდგომ სერია B-ში მოსინჯავს. მისი თქმით ვარჯიშებს პირველ გუნდთან ერთად გაივლის, ხოლო ასპარეზობით 19 წლამდელებში ითამაშებს. ვიმედოვნებ, რომ პერიოდულად მაინც მთავარ გუნდშიც მოვხვდები.

,,იუვენტუსი” რუსი ნახევარმცველის ალექსანდრ გოლოვინის დამატებასთან ახლოს არის და კლუბის სურვილია ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე შეათანხმოს, რადგან ტურინელები ფასის მომატების საშიშროებას ხედავენ და მზად არიან 25 მილიონი ახლავე გადაიხადონ რუსს მეორენაირად ,,ახალ პიანიჩსაც” უწოდებენ”.

ორი ჩინური კლუბს მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელას მიწვევა სურს. წყარო გუნდების ვინაობა არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკითხი მოლაპარაკებების პროცესშია. გასულ სეზონში მონტელა ორი გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს ნოემბრის თვეში ,,მილანიდან”, ხოლო მაისში ,,სევილიადან”. სერგეი სემაკის დანიშვნამდე მის გვარს ,,ზენიტსაც” უკავშირებდნენ.

წყარო: sportall.ge