უკვე 11!

456

რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 11–გზის გამარჯვებულია – ესპანელმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ეფექტურ და ღირსეულ თამაშს აჩვენებდა, სამ სეტში 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მესამე სეტის ბოლოს ნადალს მაჯის მყესები ატკივდა, მაგრამ დაპირისპირება მაინც უპრობლემოდ ჩაამთავრა.

“ძალიან შემეშინდა, როცა მესამე სეტის ბოლოს ტრავმა მივიღე, რადგან ძალიან რთულია ითამაშო იმ მოთამაშის წინააღმდეგ, რომელიც შენი მაქსიმუმის გამოვლენას გაიძულებს. ძალიან მიხარია გამარჯვება, ეს საოცარი გრძნობაა” – განაცხადა “გრუნტის მეფემ” გამარჯვების შემდეგ.

ლეგენდარულმა ესპანელმა დიდი სლემის მე–18 ტურნირი მოიგო. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ნადალის ლეგენდარული კოლეგა როჯერ ფედერერია – შვეიცარიელს დიდი სლემის 20 შეჯიბრი აქვს მოგებული.