შენ ამას იმსახურებ – არნემელი ქომაგების მიმართვა კაშიას

558

თუ ჰოლანდიურ მედიას დავუჯერებთ, გურამ კაშიას ტრანსფერი არნემის ვიტესიდან სან ხოსე ქვეიქში უახლოეს საათებში განხორციელდება. ჰოლანდიურ კლუბს ტოვებს კაპიტანი, რომელიც არნემში გატარებული 8 სეზონის შემდეგ იქაურ ლეგენდად იქცა.

“ტვიტერზე” მომავალ ტრანსფერს არნემული კლუბის ფანების დაჯგუფება – Vitesse since 1892 – გამოეხმაურა.

Vitesse since 1892:

“ჩვენი კლუბის ცოცხალი ლეგენდა თავაწეული მიდის არნემიდან. გურამ, დიდი მადლობა დიდებული წლებისთვის, ჩვენ დიდ წარმატებას გისურვებთ ამერიკულ კლუბში.

შენ იმსახურებ გამოსამშვიდობებელ მატჩს”.

J (ვიტესის ფანი):

“როგორც მოსალოდნელი იყო… მაგრამ როგორი წასაკითხია! ძალიან სამწუხაროა”.

Lars (ვიტესის ფანი):

“სამწუხარო სიახლე: 8 წლის მერე კლუბიდან მიდის ჩვენი კაპიტანი გურამ კაშია. ის 2011 წლიდან ვიტესის კაპიტანი იყო”.

Ivo.KL

“მადლობა ყველა დიდებული მომენტისთვის. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები და გვეამაყები. შენ ყოველთვის იქნები ყვითელ-შავი ოჯახის წევრი. შენ ხარ საუკეთესო კაპიტანი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ კლუბს ჰყავდეს. წარმატებები ამერიკაში. იქნებ, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთოს”.

წყარო: popsport.com