TRANSFERMARKT: მუნდიალის ყველაზე ძვირფასი ნაკრები და ფეხბურთელები

698

 

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა ტურნირისთვის საბოლოო შემადგენლობები გამოაცხადეს, ავტორიტეტულმა პორტალმა Transfermarkt-მა თითოეული გუნდის ჯამური ფასი გამოთვალა.

ყველაზე “ძვირფასი” შემადგენლობით რუსეთში საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუძლია იამაყოს. ტურნირისთვის შერჩეული 23 ფეხბურთელის ჯამური ფასი 1,08 მილიარდი ევროა. მცირედით ნაკლებია ესპანეთის ნაკრების ფასი – 1,03 მილიარდი, მესამე ადგილზე კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ბრაზილიელები არიან – 981 მლნ.

მეოთხე-მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები (883 მლნ) და ინგლისი (873 მლნ) იკავებენ. შემდეგ მოდიან ბელგია (754 მლნ) და არგენტინა (693 მლნ).

ყველაზე დაბალფასიანი ნაკრები პანამას ჰყავს. გუნდი, რომელიც პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სულ რაღაც 8,43 მლნ ევროდ ფასობს და თან, არცერთი პანამელი ფეხბურთელი ფასობს 800 ათას ევროზე მეტად.

შედარებისთვის, პორტალზე საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი, რომელმაც მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა, ამჟამად 33,5 მლნ ევროს შეადგენს.

საინტერესოა, რომ მუნდიალის მასპინძელი რუსეთის ნაკრები (161,83) Transfermarkt-ის რეიტინგში მე-18 ადგილზეა, А ჯგუფში მისი მეტოქე ეგვიპტე კი – მე-17 (197,23 მლნ). ეგვიპტელთა მარტო ერთი ფეხბურთელი – მოჰამედ სალაჰი ლამის იმდენივე ღირს, რაც რუსეთის მთელი გუნდი – 150 მლნ.

რაც შეეხება მუნდიალის უძვირფასეს ფეხბურთელებს, აქ პირველ-მეორე ადგილებს ლიონელ მესი და ნეიმარი იყოფენ. ორივე თავდამსხმელს Transfermarkt 180 მილიონად აფასებს.

წყარო: popsport.com