ალისონი: “მინდა, ჩემი მომავალი მუნდიალის დაწყებამდე გაირკვეს“

311

“რომას“ გოლკიპერმა ალისონ ბეკერმა განაცხადა, რომ სურს, საკუთარი მომავლის შესახებ ყველაფერი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვეს.

“ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ჩემი მომავლის შესახებ საკითხი მუნდიალამდე გადაწყდება. რაც შეეხება იმას, თუ სად გავაგრძელებ კარიერას, უმჯობესია, ეს კითხვა ჩემ აგენტს დაუსვათ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს კვირაში,“ – ციტირებს ალისონს ინტერნეტპორტალი Calcionews24.com-ი.

როგორც მედიაში იწერება, ბრაზილიელი მეკარით ინგლისური კლუბები – “ჩელსი“ და “ლივერპული“ ინტერესდებიან.