ბეილმა უარი განუცხადა

649

არახალია, რომ გარეთ ბეილი დიდი ალბათობით რეალს დატოვებს. უელსელის გადაბირება მის ყოფილ გუნდ ტოტენჰემს და მანჩესტერს სურთ. მე-11 ნომრის დამატების სურვილი მიუნხენის ბაიერნმაც გამოთქვა.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეთმა მიუნხენელებს უარი შეუთვალა. როგორც უცხოური წყაროები იუწყებიან, მას ნისლიან ალბიონზე დაბრუნება უნდა. 28 წლის ფეხბურთელი გულშემატკივრებმა სწორედ ინგლისში თამაშისას გაიცნეს. იგი საუთჰემპტონის აღზრდილია, 2006-13 წლებში კი ტოტენჰემის ღირსებას იცავდა და პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

გასულ სეზონში ბეილმა 39 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

leadersport