ინგლისური სატრანსფერო სიახლეები

393

Daily Star-ის ინფორმაციით ,,ლივერპული” მარკო ასენსიოს გადაბირებას ეცდება. ინგლისური გუნდი მზადაა ასენსიოს ლიდერის ფუნქციები დააკისროს და ესპანელი ფეხბურთელის მოყვანა იურგენ კლოპისთვის პრიორიტეტი გახლავთ. რამდენიმე დღის წინ რეალის 20 ნომერი კიდევ ორ გუნდს ,,იუვენტუსს” და ,,პსჟ”-ს დაუკავშირეს.

,,მანჩესტერი” მზადაა კილიან მბაპეს სანაცვლოდ 270 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამით ფრანგი ფეხბურთელი ავტომატურად ყველაზე ძვირადღირებული გახდება, მაგრამ არ არის გამორიცხული ტრანსფერში ენტონი მარსიალი ჩართონ და ფასი 190 მილიონამდე შემცირდეს – წერს Don Balon

პეპ გუარდიოლას ,,სიტიში” მისი ყოფილი შეგირდის გადაბირება სურს. საუბარია დუგლას კოშტაზე, რომელშიც მანჩესტერული გუნდი 100 მილიონს ჩამოდის. გასულ კვირაში ბრაზილიელი ფეხბურთელი ,,იუვენტუსის” სრულფასოვანი წევრი გახდა და იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი განხორციელდა იტალიური კლუბი ფედერიკო კიეზას და მილინკოვიჩ სავიჩს დამატებას შეეცდებიან. რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “სიტი” “ლესტერის” ლიდერის, რიად მაჰრეზის გაფორმებასთან ახლოსაა.

უნაი ემერი ,,არსენალში” მუშაობას შეუდგა და შვეიცარიელი სტეფან ლიხშტაინერის სახით პირველი ტრანსფერი განახორციელა. ამჯერად კი ჯეკ უილშირს გუნდში დარჩენაზე ესაუბრება, რომელსაც თავისმხრივ ,,იუვენტუსიც” აკვირდება და ფეხბურთელისთვის ოთხწლიანი კონტრაქტსაც ამზადებს.