მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

615

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის ნაცვლად საქართველოს ნაკრებში მისი თანამემამულე ტადუს მაკფადენი ითამაშებს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მაიკლი ეროვნული გუნდიდან არავის გაუშვია, მას დადებული ორწლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავად მიიღო მისი არგაგრძელების გადაწყვეტილება.

დიქსონი ძალიან წესიერად მოიქცა იმ მხრივ, რომ ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია დროულად ჩააყენა საქმის კურსში, რათა მისი შემცვლელი დროულად მოენახათ.

მაიკლმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სამი წელია სახლში არ ყოფილა, დაიღალა და დასვენება სჭირდება. ის ძალიან მადლობელია ქართველი გულშემატკივრების, ყოფილი თანაგუნდელების და ფედერაციის და მალე სამადლობელ და გამოსამშვიდობებელ წერილსაც გამოაქვეყნებს. მან თქვა, რომ წარმატებებს უსურვებს ჩვენს გუნდს და მუდამ უქომაგებს.

ასე რომ, ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს და ოპერატიულად მოძებნეს მისი კარგი შემცვლელი, ხოლო რამდენად შეერწყმება ნაკრებს მაკფადენი, ამას სულ მალე გავიგებთ.