მეგა ტრანსფერის მოლოდინში: 270 მილიონი მბაპეს სანაცვლოდ

383

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ფორვარდი, კილიან მბაპე შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს.

უცხოური გამოცემა – Don Balon იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა კილიან მბაპეს სანაცვლოდ 270 მილიონი ევრო გადაიხადოს.

არა არის გამორიცხული, რომ სატრანსფერო ფასმა 190 მილიონ ევრომდე დაიწიოს, ეს იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერი” მბაპეს ტრანსფერში ანტონი მარსიალსაც ჩართავს.