ნადალი საპრიზო თანხით მესამეა

224

საფრანგეთის ღია პირველობაზე მოპოვებული რიგით მეთერთმეტე ტიტულის წყალობით რაფა ნადალმა საჩოგბურთო შეჯიბრებეზე მოპოვებული საპრიზო თანხის რაოდენობით 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როლან გაროსის სტარტამდე 32 წლის მალიორკელს 98 მილიონზე ოდნავ მეტი ჰქონდა გამომუშავებული, გუშინდელი წარმატებული ფინალის შემდეგ კი ამ თანხას 2.6 მილიონი დაემატა.

საჩოგბურთო კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხით რაფა ნადალი როჯერ ფედერერს (116 მილიონი დოლარი), ნოვაკ ჯოკოვიჩს (110 მილიონი) ჩამორჩება და ჩოგბურთის ისტორიაში მესამეა.