საბა კვირკველია: “კონკრეტულად “ლესტერზეა” საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ”

447

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას ტრანსფერით ინგლისური “ლესტერია” დაინტერესებული.

ზოგიერთი გამოცემა კი წერს, რომ “მელიებმა” მოსკოველებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

“რუსულ პრესაში ასე ჰაერზე არაფერი იწერება და რა თქმა უნდა, ამ დაინტერესებას არ უარვყოფ. რაღაც საუბრები იყო, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ჯერ კიდევ “ლოკომოტივის” ფეხბურთელი ვარ.

ყველაფერს სულ მალე გაიგებთ. კონკრეტულად რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ვიტყვი, რომ საუბრები მიდის კონკრეტულად “ლესტერში” ტრანსფერზე”, – აღნიშნა კვირკველიამ.