სექსსკანდალი არგენტინის ნაკრებში

998

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე არგენტინის ნაკრებში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. “ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის, მის სამშობლოში, ეროვნული გუნდის მზარეულთან სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

მედია წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაც (AFA) და ყველანაირად ცდილობს, სკანდალი მიჩქმალოს. Realpolitik-ის ინფორმაციით, ფედერაციამ დაზარალებულ ქალბატონს დუმილისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა.

სოციალურ ქსელში ფანები ნაკრების მზარეული ქალის სავარაუდო ფოტოებსაც აქვეყნებენ:

ზოგი კი მომხდარზე ასე ხალისობს:

“ყოველდღიურად ხდება რაღაც, რისი მიზანიც არგენტინის ნაკრებისთვის ზიანის მიყენებაა. თავად დარწმუნებული ვარ სამპაოლის პატიოსნებაში და არ ვაპირებ დავიციკლო ამ ინფორმაციაზე”, – ესეთია AFA-ს პრეზიდენტის კლაუდიო ტაპიას ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით.

თუმცა, მედია წერს იმაზე, რომ სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა და ტაპია ზედ მუნდიალის სტარტის წინ  სერიოზულად განიხილავს სამპაოლის გათავისუფლების ვარიანტს. და თუკი ეს ახლა არ მოხდება, 58 წლის სპეციალისტი გუნდს ტურნირის დასრულების შემდეგ მაინც დაემშვიდობება.

არგენტინის ნაკრები ამჟამად რუსეთშია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

არგენტინა მუნდიალზე გამოსვლას 16 ივნისს, ისლანდიასთან მატჩით დაიწყებს. სამპაოლის გუნდი D ჯგუფში ასევე ხორვატიას (21 ივნისი) და ნიგერიას (26 ივნისი) ეთამაშება.

ხორხე სამპაოლის არგენტინის ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნის. მანამდე მას ჩილეს ეროვნულ გუნდში, ასევე სევილიაში უმუშავია.

წყარო: popsport.com