უარი NBA-ს დრაფტს | გოგა ბითაძე ერთ წელსაც მოიცდის

421

ახალი სეზონიდან NBA-ში ახალი ქართველი არ გვეყოლება – დრაფტზე არჩევის რეალურმა კანდიდატმა გოგა ბითაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

eurohoops.net-ის ინფორმაციით, გოგამ ეს გადაწყვეტილება 11 ივნისს მიიღო.

ახალგაზრდა ტალანტებს დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა სწორედ 11 ივნისის ჩათვლით შეეძლოთ, დრაფტი კი ბრუკლინში 22 ივნისს გაიმართება.

ამერიკული მედია ქართველი ცენტრის არჩევას მეორე რაუნდში ვარაუდობდა.

გოგას მეგა ბიმაქსში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მასთან ერთად, დრაფტზე უარი თქვეს სხვა ევროპულმა ტალანტებმა ვანია მარინკოვიჩმა, ბლაჟ მეშიჩეკმა და ანტონის კონიარისმა. დრაფტზე დარჩენა გადაწყვიტეს ლუკა დონჩიჩმა და ძანან მუსამ.

ბითაძე კარიერას ჯერჯერობით ისევ ევროპაში გააგრძელებს.

წყარო: popsport.com