უკვე ამ კვირაში?

311

უახლოეს მომავალში შესაძლოა, ჯანლუიჯი ბუფონის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ამბავი გაოფიციალურდეს – ამის შესახებ Football Italia იუწყება.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული იტალიელი პარიზელებთან 2–წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეები დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ჯიჯი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად 12 ან 13 ივნისს გახდება ცნობილი.