ფილიპო ინძაგი სერია A-ში იმუშავებს

298

ფილიპო ინძაგის ვენეცია სერია A-ს პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში პალერმოსთან 1:0 დამარცხდა. რენცო ბარბერაზე ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გავიდა, როდესაც მაურისო დომიციმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, პალერმოს მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ლა გუმინიას თერთმეტმეტრიანი აუდერომ მოიგერია. პალერმოს მეტოქე ფინალურ ბრძოლაში ფროსინონე იქნება, რომელმაც ჩიტადელას აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფილიპო ინძაგიმ პრესკონფერენციაზე ვენეციას ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

ფილიპო ინძაგი: მსურდა, რომ ვენეციასთან ერთად სერია A-ში მეთამაშა. ხვალ კლუბის ხელმძღვანელობას ვხვდები და ჩემს მომავალზე ვისაუბრებთ. ჩემი კონტრაქტი ამოიწურა, კლუბმა ბევრი რამ მომცა. მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამ კლუბში მუშაობენ. მადლობა მათ!

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინძაგი ვენეციასთან კონტრაქტს აღარ აგრძელებს. პიპოს მომავალ კვირას ბოლონიაში მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ. ინძაგი რობერტო დონადონის ჩაანაცვლებს.

 წყარო: popsport.com