ჩეხეთმა მსოფლიოს ნაკრები გაანადგურა – როსიცკის გაცილება

551

ტომაშ როსიცკის ფეხბურთიდან გაცილებისადმი მიძღვნილ მატჩში ჩეხეთის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა, სადაც როსიცკის ყოფილი თანაგუნდელები იყვნენ თავმოყრილნი. შეხვედრა ჩეხთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი იან კოლერმა შეასრულა, ერთი გოლი კი როსიცკი–უმცროსმაც შეაგდო.

როსიცკიმ კარიერა პრაღას “სპარტადან” დაიწყო, შემდეგ კი დორტმუნდის “ბორუსიასა” და “არსენალში” გამოდიოდა, მაგრამ უამრავი ტრავმის გამო მისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა.