ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულიას მომავალი თითქმის გარკვეულია

634

გადაწყვეტილია, რომ ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტს” დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და “უორიორსის” ახალი ამბების მიმომხილველი ენტონი სლეიტერი ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ქართველმა ცენტრმა შესაძლოა, სულაც კარიერა დაასრულოს, თუმცა, თუ ეს არ გააკეთა, ის “გოლდენ სტეიტის” რიგებში არცერთ ვარიანტში აღარ იასპარეზებს.

34 წლის ფაჩულიამ გასულ სეზონში 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 57 ძირითად ხუთეულში დაიწყო.

ის საშუალოდ 5,4 ქულას, 4,7 მოხსნასა და 1,6 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა NBA-ს ჩემპიონობა ზედიზედ მეორე სეზონში მოიპოვა.