გასული კვირის 5 მთავარი ნიუსი: კეინი, დე ხეა, რონალდუ…

562

წარმოგიდგენთ გასული შვიდი დღის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენებს.

1) ჰარი კეინმა “ტოტენჰემთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

 

 

ჰარი კეინმა მის სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. ინგლისელმა ფორვარდმა “ტოტენჰემთან” ახალი 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, კვირაში 200 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც მთლიანობაში 62.4 მილიონი ფუნტის ტოლფასია.

 

2) ჯასტინ კლუივერტი “რომას” ფეხბურთელია

ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი, ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის შვილი, ჯასტინ კლუივერტი, “რომას” ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ცნობებით, ტრანსფერის ღირებულებამ 18 მილიონი ევრო შეადგინა.

 

3) “რეალი” დე ხეას მიუბრუნდა

როგორც ჩანს, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაუსრულებელი სატრანსფერო საგა ამ ზაფხულსაც გაგრძელდება. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი” კვლავ არის დაინტერესებული “მანჩესტერის” ლიდერის გადმობირებით, თავად დე ხეას კი საკუთარი მომავალი ჯერ არ გადაუწყვიტავს.

 

4) ლეროი სანე მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიემგზავრება

საკამათო გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იოახიმ ლიოვმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო 23 კაციან განაცხადში “მანჩესტერ სიტის” ლიდერი, ლეროი სანე, არ შეიყვანა.

 

5) კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლა გარდაუვალია

პორტუგალიური პრესის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლა გადაწყვეტილია, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი ვარსკვლავი, თუმცა მისი მადრიდში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.