გრიზმანმა გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს მიიღოს

312

“ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანი უახლოეს დროში თავისი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოხდეს.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს გრიზმანმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისამდე განაცხადებს.

გრიზმანის შეძენის მთავარ კანდიდატად “ბარსელონა“ ითვლება, თუმცა თავად ფეხბურთელს “ატლეტიკოში“ დარჩენაც შეუძლია.