მას დიდი მომავალი აქვს! – გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

295

საქართველოს ნაკრებისა და “სარაგოსას” ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

საიტი Eldesmarque.com-ი მის შესახებ წერს:

“შესაძლებელია ითქვას, რომ გასულ სეზონში ერთ-ერთი აღმოჩენა და “სარაგოსაში” ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი პაპუნაშვილი იყო.

მან არაერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და ლამაზი გოლები გაიტანა.

რთული ადაპტაციის პერიოდის მიუხედავად, მან ესპანეთის მეორე ლიგაში თავისი თავი იპოვა. პაპუ მხოლოდ 22 წლისაა და მას დიდი მომავალი აქვს.

ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და “სარაგოსას” შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება, რითაც “სარაგოსა” მის მსურველ კლუბებს შეაკავებს”, – ნათქვამია სტატიაში.