ოფიციალურად: მადრიდის “რეალმა” ახალი მწვრთნელი დანიშნა

483

მოგეხსენებათ ზინედინ ზიდანმა დაახლოებით 2 კვირის წინ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ბოლო ხანებია ბლანკოსის ხელმძღვანელების მთავარი საფიქრალი სწორედ მისი შემცვლელის მოძებნაა.

სამეფო გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ცნობას, რომ მომავალი სეზონიდან ფრანგს ჟულიან ლოპეტეგი შეცვლის. ესპანელი ამჟამად ფურია როხას თავკაცია და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებს გუნდს. როგორც ცნობილია, 51 წლის სპეციალისტი ესპანურ გრანდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.