ოქროს შტატელების საზეიმო ტორტი

395

დღეს, ჩვენი დროით გვიან ღამით ოკლენდში ნბა-ს ჩემპიონის “გოლდენ სტეიტ უორიორზის” საჩემპიონო აღლუმი ჩატარდება. გულშემატკივრებს გუნდის კალათბურთელებთან ერთად ზეიმის საშუალება ექნებათ.

ამასობაში, საზეიმო ტორტი უკვე გამოაცხვეს. “გოლდენ სტეიტის” საჩემპიონო შემადგენლობის კალათბურთელებია გამოსახული.

ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში “გოლდენ სტეიტი” მესამედ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. ამასთან, ოკლენდელმა “მეომრებმა” უძლიერესის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

წყარო: adjarasport.com