რა არის ლებრონის მთავარი მიზანი?

340

“კლივლენდ კავალიერსის” უდავო ლიდერმა ლებრონ  ჯეიმსმა იმ მიზნის შესახებ ისაუბრა, რომლის მიღწევაც მოქმედი მოთამაშის როლში სურს.

“მსურს, რომ ჩემ შვილთან ერთად NBA–ში ვითამაშო. შესაძლოა, ეს იყო ერთ გუნდში ან ერთმანეთის წინააღმდეგ. იქნებ, ბევრი აღარც დარჩა? წელს უკვე 14 წლის ხდება” – აცხადებს ლებრონი.

ჯეიმსის “კლივლენდმა” “გოლდენ სტეიტ უორიორზსთან” ფინალური სერია 0:4 დათმო. ამერიკული პრესის ცნობით, ლებრონი კარიერას სწორედ “გოლდენში”, “ჰიუსტონ როკეტსში”, ან “ფილადელფიაში” გააგრძელებს.