საბა კვირკველია საუკეთესოა

565

“სარბიელის” ტრადიციული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 2017/18 წლების საკლუბო სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია გახდა.

საბამ მოსკოვურ გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი მოიგო.

“ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ეს პრიზი ჩემთვის ძალზე დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დამაფასა და ეს ჯილდო მომცა. რუსეთის ჩემპიონობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვართ პროფესიონალები და ეს შევძელით” – განაცხადა კვირკველიამ Sporti.ge–სთან საუბარში.

მეორე ადგილზე არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გავიდა, მესამე პოზიცია კი ბელგიურ “გენტში” მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძემ დაიკავა. გამოკითხვაში მონაწილეობა 80–მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.