ტედ მაკფადენი: “ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში”

340

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს, ეს ბერძნული “კიმის” მოთამაშე ტედ მაკფადენია.

“ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში. საბედნიეროდ მე ვიცნობ რამდენიმე ქართველ კალათბურთელს. 

საქართველოს ნაკრებს ილიას ზუროსის სახით, ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. ის კარგად იცნობს თამაშს და მე ვისწავლი მისგან ძალიან ბევრ რამეს.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან გვყავს ძალიან ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები და ამას აუცილებლად შევძლებთ”, – გვითხრა მაკფადენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეატპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.