ტევეზმა წასვლის დრო დაასახელა

349

კარლოს ტევესმა Il Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერას 2019 წელს დაასრულებს.

არგენტინელმა იმედი გამოთქვა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე “ბოკა ხუნიორსთან” ერთად კოპა ლიბერტადორესს მოიგებს.

“აპაჩე” დედაქალაქურ კლუბში 2018 წლის დასაწყისში დაბრუნდა და ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩში 5 გოლიც გაიტანა.

კარიერის საუკეთესო წლები კი მას “მანჩესტერ სიტისა” და ტურინის “იუვენტუსში” აქვს გატარებული.

წყარო: sportall.ge