U20-ის შემადგენლობა იაპონიის წინააღმდეგ

385

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგ შეხვედრას გამართავს. უმცროსი ბორჯღალოსნები იაპონიის 20-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველო IX-XII ადგილების ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს გაინაღდებს. თუ უმცროსი ბორჯღალოსნები იაპონიასთან დამარცხდებიან, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ ერთ მატჩს გამართავენ, სადაც ირლანდიასა და შოტლანდიას შორის დამარცხებულს შეხვდებიან.

ილია მაისურაძემ მომდევნო მატჩისთვის მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. ირლანდიასთან მოგებული შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა. საქართველო იაპონიასთან მატჩში ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს.

წყარო: popsport.com