ახალი ეტაპი გიორგი თევზაძის კარიერაში

187

თბილისის “დინამოში” 21 წლის მცველ გიორგი თევზაძის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო – ახალგაზრდა ფეხბურთელი სლოვაკურ “ჟილინაში” გადავიდა.

თევზაძემ სლოვაკებთან 3–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბმა გასულ სეზონში ფორტუნა ლიგაში მე–4 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

“ჟილინამ” ქართველი ფეხბურთელი უკვე წარადგინა.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ ძირითადში ვითამაშო და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ჩემი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი სლოვაკეთში მუშაობდნენ. ამიტომ ვიცი, რომ “ჟილინა” სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. “ჟილინა” აგრესიულად თამაშობს და მუდმივად დომინირებს. გუნდი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია” – განაცხადა თევზაძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.