ბოლქვაძის წარმატებული გამოსვლა

305

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინგლისის ქალაქ მანჩესტერის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამმა სამი შეხვედრა მოიგო, ჯერ ბრიტანელ ემილი ველი-სმიტს 2:6, 6:4, 7:5 აჯობა, შემდეგ – ალექსანდრა მუელერს 6:2, 6:0, – ალისია ბარნეტს 6:, 6:2.

ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 479-ე პოზიციაზეა, რეიტინგის 159-ე ნომერს ამერიკელ ჯეიმიე ლოებს შეხვდება. მატჩი 13 ივნისს თბილისის დროით 14:00 საათზე ჩანიშნული.

მანჩესტერის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.