ესპანეთის ახალი თავკაცი ცნობილია

349

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ლოპეტეგიმ ესპანეთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მადრიდის “რეალი” ჩაიბარა. ამგვარად, იერომ სწორედ ლოპეტეგი შეცვალა “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ის გაუძრვება ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

50 წლის იერო თბილისის დროით 19:30-ზე ჩაატარებს პრეს-კონფერენციას, რომლის შემდეგაც, ის ესპანეთის ნაკრებში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

იერო საფეხბურთო კარიერის დროს “ვალიადოლიდის”, “რეალის”, “ალ-რაიანის” და “ბოლტონის” ღირსებას იცავდა. ასევე ესპანეთის ნაკრებში მას 89 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 29 გოლი გაიტანა.

წყარო: adjarasport.com