მომავალ წელს სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი გვეყოლება – “ემპოლი” მჭედლიძეს კონტრაქტს სთავაზობს

267

იტალიური პრესა იუწყება, რომ “ემპოლიმ” და ლევან მჭედლიძემ შეთანხმებას მიაღწიეს, რის მიხედვითაც, ტოსკანური კლუბი ჩვენებურს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს.

ქართველი ფორვარდის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა სერია A-ში დაბრუნებულმა კლუბმა ლევანის დატოვება გადაწყვიტა.

როგორც იცით, მჭედლიძეს 2017 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია. სასიხარულოა, რომ კალჩოში მომავალ წელს ქართველ ფეხბურთელს კვლავ ვიხილავთ.