რას დაჰპირდა მოურინიო გარეთ ბეილს?

174

OkDiario-მთავარმა ექსპერტმა ედუარდო ინდამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილის “მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე დაყოლიებას.

“მოურინიომ ბეილს არგუმენტი წარმოუდგინა. მან თქვა: გარეთ, მოდი ჩვენთან ერთხელ და სამუდამოდ დაეუფლე “ოქროს ბურთს“. ეს არის ის, რაც პორტუგალიელმა ფეხბურთელს გადასცა.

“რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის გარემოცვიდან ზოგიერთი ადამიანი ითხოვს, რომ ბეილმა კლუბი დატოვოს. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზიდანი რომ დარჩენილიყო, უელსელის წასვლის შანსები გაცილებით დიდი იქნებოდა. მისტერ პერესს სურს, რომ ბეილმა კარიერა მადრიდში გააგრძელოს,“ – ციტირებს ინდას Tribalfootball-ი.

adjarasport