სავიჩი ინგლისში ან იტალიაში?

149

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველ სტეფან სავიჩის სამსახურით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულნი.

Sky Italia–ს ინფორმაციით, სავიჩის შეძენა ლონდონის “ჩელსისა” და ტურინის “იუვენტუსს” სურთ. ორივე გუნდს დაცვის ხაზში არსებული პრობლემების გადამჭრელად ჩერნოგორიელი ესახება.

საინტერესოა, რომ 2011–დან 2012 წლამდე სავიჩი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში “როხი ბლანკოს” რიგებში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, სეზონის ბოლოს კი ევროპალიგა მოიგო.