სატრანსფერო სიახლეები

358

,,პსჟ”-ს ნახევარმცველს მარკო ვერატის გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან გერმანელ ტომას ტუხელთან უთანხმოება აქვს, რის საფუძველზეც იტალიური გამოცემა Football-italia იუწყება, რომ შესაძლებელია იტალიელმა გუნდი დატოვოს. მისით ,,რეალი”, ,,მანჩესტერი” და ,,იუვენტუსი” ინტერესდებიან. 25 წლის ვერატიმ გასულ სეზონში 42 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.

გერმანული Bild წერს, რომ ბერნდ ლენო ,,არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის და ინგლისური კლუბი მას პეტერ ჩეხის შემცვლელად განიხილავს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გერმანელს იტალიურ კლუბებსაც უკავშირებდნენ და მისით ყველაზე მეტად ,,ნაპოლი” ინტერესდებოდა. ლენოს წასვლის საკითხს კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს ის, რომ ,,ლევერკუზენმა” მისი შემცვლელი ფინელი ლუკაშ ჰრადეცკი ,,აინტრახტიდან” დაიმატა. ასე, რომ ლენოს სხვა კლუბში ვიხილავთ, თუმცა სად ჯერ მაინც უცნობია…

ჟოზე მოურინიო ,,იუნაიტედში” გადასვლაზე გარეთ ბეილის დაყოლიებას ცდილობს და უელსელს სთავაზობს, რომ ჩვენთან მოსვლით ,,ოქროს ბურთის” დაუფლების შანსები მოიმატებს.  კიევური ფინალის მთავარი გმირი გუნდის გამოცვლასთან ძალზედ ახლოსაა, მაგრამ რას გადაწყვეტს ,,რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი ესეც საინტერესო იქნება.