20 წელი ტრიუმფიდან – როგორ საფრანგეთს ვიხილავთ მუნდიალზე? (ნაწილი 3)

238

დიდიე დეშამს აქვს სათადარიგო სქემაც, როდესაც გუნდი უფრო შემტევ 4-4-1-1-ზე გადადის. ამ სქემაში  დეშამს ერთდროულად ოთხი შემტევი ჰყავს და დემბელეც ძირითადში უნდა მოვიაზროთ. მცველების წინ პოგბა და კანტე თამაშობენ, ორი განაპირა  შემტევი (დემბელე, მპაბე) ფლანგებზე, გრიზმანი მეორე თავდამსხმელად, გამოკვეთილი ფორვარდი კი ოლივიე ჟირუ იქნება.

ყველაზე მეტ კითხვას საფრანგეთის ნაკრებში სწორედ ჟირუ იწვევს. დეშამს მის გარდა, სხვა ამ ტიპის და კლასის ფორვარდი არც ჰყავს. მატიო ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ნაკრებში აღარ იწვევენ ქარიმ ბენზემას და ფორვარდის პრობლემა საფრანგეთს უკვე წლებია აწუხებს. ჟირუ ცუდი ფეხბურთელი არ არის, თუმცა მკვეთრად გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ფიზიკურად ძლიერი ჟირუ ძალიან კარგია საჰაერო ორთაბრძოლებისა და კორპუსით თამაშის დროს, თუმცა ცოტას მოძრაობს, ნელია, არ ეხერხება პასში თამაში და არც გოლის განსაკუთრებული ალღოთი გამოირჩევა. ზამთარში იგი ლონდონის ჩელსიში გადავიდა, სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგო სკამზე გაატარა და ჩელსიში 13 თამაშში მხოლოდ 3 გოლი შეაგდო.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

მთავარი მწვრთნელი

ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდაა, თუმცა ტაქტიკურად ყველაზე ჭკვიანი მწვრთნელების რიცხვში არ შედის. საფრანგეთის ნაკრებამდე იგი, მეტ-ნაკლები წარმატებით, იუვენტუსსა და მარსელის ოლიმპიკში მუშაობდა. საფრანგეთის ნაკრებიც მის ხელში ყველაზე კომბინაციურ და კარგად გამართულ ფებურთს ნამდვილად არ თამაშობს, ეს უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. დეშამის ტაქტიკას კარგად ახასიათებს ის ფაქტი, რომ ნაკრებში არ გამოიძახა ადრიან რაბიო პარი სენ ჟერმენიდან, ფრანგული ფეხბურთის ალბათ ყველაზე ტექნიკური ცენტრალური ნახევარმცველი. რაბიო კარგად ფლობს ბურთს და უყვარს ბურთის ხანგრძლივად გათამაშება. დეშამს მისი სათამაშო სტილის მოთამაშე გუნდში არ სჭირდება და მის ნაცვლად უფრო ათლეტურ და სწრაფ მოთამაშეებზე აკეთებს აქცენტს.

დეშამზე კარგი პროცენტი მხოლოდ 1998-2004 წლების  ლეგენდარული ნაკრების მწვრთნელებს ჰქონდათდეშამზე კარგი პროცენტი მხოლოდ 1998-2004 წლების  ლეგენდარული ნაკრების მწვრთნელებს ჰქონდათ

დეშამის მთავარი დამსახურება ის არის, რომ იგი კარგი მოტივატორია და, როგორც ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, მოთამაშეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. იგი 6 წელია ნაკრებშია და მის ხელში „სამფეროვნებმა“ ნორმალური შედეგები აჩვენეს – 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთი მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 0:1, ხოლო 2016 წელს საშინაო ევროპის ჩემპიონატზე კი – მოულოდნელად ფინალი წააგო პორტუგალიასთან (0:1).

დეშამის ხელში, ნაკრებში თითქმის არ ხდება სკანდალები, რაც, მაგალითად, მისი ერთ-ერთი წინამორბედის, რაიმონ დომენეკის მწვრთნელობის პერიოდში, საკმაოდ ხშირი იყო. ამ მხრივ, მკაცრი დეშამი გუნდს საკმაოდ კარგად მართავს. მან სკანდალური ქარიმ ბენზემაც ერთმნიშვნელოვნად მოკვეთა გუნდიდან. შედეგად, ნაკრებს მაღალი კლასის ფორვარდი დააკლდა, თუმცა გუნდის შიდა კლიმატი გაუმჯობესდა.

საკვანძო მოთამაშე

ბოლო წლების საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანია. სწორედ მას ეკუთვნის გადამწყვეტი გოლები გასულ ევროპის ჩემპიონატზე – ირლანდიასთან მერვედფინალი და გერმანიასთან ნახევარფინალი  ფრანგებმა მისი დუბლების წყალობით მოიგეს. მანვე შეაგდო ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი ჯგუფურ თამაშში ალბანეთის წინააღმდეგ. იმ ფონზე, როდესაც ნაკრებს არ ჰყავს შემგდები ვარსკვლავური ფორვარდი, გრიზმანის გოლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

ამის მიუხედავად საკვანძო მოთამაშედ პოლ პოგბა უნდა მივიჩნიოთ. გრიზმანი, დიდი ალბათობით, თავის თამაშს ითამაშებს, თუმცა, როგორი იქნება საფრანგეთის ნაკრების სათამაშო სტილი, ეს სწორედ პოგბასა და მის სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული.

გზა

საფრანგეთს იოლი ჯგუფი შეხვდა. არც დანია და პერუ, მით უმეტეს, არც ავსტრალია, დეშამის გუნდისთვის პრობლემა არ შეიძლება იყოს. ჯგუფიდან გასვლის პრობლემა მათ არ ექნებათ, თუმცა საფრანგეთს უჭირს მასირებული დაცვის წინააღმდეგ თამაში და, შესაძლოა, რომელიმე ცალკეულ შეხვედრაში პრობლემებს გადააწყდეს. მაგალითისთვის, შესარჩევში საფრანგეთმა ლუქსემბურთგთან სახლში 32-ჯერ დაარტყა კარისკენ, 10 კუთხური მოაწოდა, 74 პროცენტი ჰქონდა ბურთი, თუმცა მაინც ვერ გაიტანა.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

ჩამოთვლილმა სამეულმა ფეხბურთის თამაში იცის – დანია საშუალო კლასის და კარგად ორგანიზებული ევროპული ნაკრებია, პერუმ სამხრეთ ამერიკის ურთულესი კვალიფიკაცია დაძლია წარმატებით, ავსტრალია კი წლიდან წლამდე თამაშობს მუნდიალზე.

წყარო: popsport.com