MARCA: რა წერია ოთახის კარის სახელურზე, სადაც მესი დაბინავდა

403

ესპანური “მარკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები სერხიო აგუერო და ლიონელ მესი ერთ ოთახში ცხოვრობენ.

მათი ნომრის შემდეგი სახის წარწერა აქვს – “ნუ შეაწუხებთ, გმირები ისვენებენ”.

ალბისელესტე მოსკოვიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ერთ-ერთ სასტუმროშია დაბინავებული.

მათ განკარგულებაში 4 სავარჯიშო მოედანი, სპორტული დარბაზი და აუზია.

არგენტინის ნაკრების პირველი მეტოქე 16 ივნისს ისლანდია იქნება.

წყარო: sportall.ge