,,ბასკონია” დაწინაურდა

222

დღეს ესპანეთის ქალაქ მადრიდში საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის სერიის პირველი მატჩი შედგა, სადაც ,,ბასკონიამ” ,,რეალს” მოედნის უპირატესობა წაართვა და შესაბამისად სერიაშიც დაწინაურდა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო წამებამდე ვერ გაირკვა. თანაბარი ბრძოლა იყო პირველ ტაიმში და გუნდები შესვენებაზე ტაბლოზე დაფიქსირებული ამ ანგარიშით გავიდნენ (39-39). მესამე პერიოდში ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე ,,ბასკონიამ” მოულოდნელად 9 ქულიან ფორას უწია და ამ ყველაფერმა თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახადა. საბოლოოდ კი ვიტორიული კლუბმა 94-90 იმარჯვა.

ჩვენებურის მონაგარი 30 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.

მატჩის სრული სტატისტიკა

სერიის მეორე შეხვედრა კვლავ მადრიდში 16 ივნისს თბილისის დროით 00:15 დაიწყება