გრიზმანმა გადაწყვეტილება მიიღო: “სიმართლე მდგომარეობს იმაში, რასაც ახლა ვიტყვი…”

484

ანტუან გრიზმანი ქომაგების ნერვიულობას განაგრძობს.

ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ჭკუიდან შლის.

როგორც ცნობილი იყო, გრიზმანს გუშინ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განხადება უნდა გაეკეთებინა, რადგან ეს მან თავად დაანონსა.

გრიზმანმა საკუთარი twitter-ის გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომლის სახელიც „გადაწყვეტილება“ იყო. ფეხბურთელი ასეთ რამეს ამბობს:

„თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ჩემი კომენტარის შესახებ. შეგიძლიათ თქვათ, თუ მე წავალ, თუ მე დავრჩები, რამდენს გადამიხდიან, ან რამდენს არ გადამიხდიან, თუმცა სიმართლე მდგომარეობს იმაში, რასაც ახლა ვიტყვი…“ და ამ დროს ვიდეო გაითიშა, რომელიც მან მალევე წაშალა.

გრიზმანი ყველას ნერვებზე თამაშობს. ამ ქმედებით მან ქომაგები კიდევ უფრო აანერვიულა და პრესას მეტი სასაუბრო მისცა.

„ატლეტიკოს“ მხარე მიიჩნევს, რომ გრიზმანმა დარჩენა გადაწყვიტა. კატალონიელები კი ტრანსფერს შეთანხმებულად თვლიან და მალე მის გამოცხადებას აანონსებენ.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი გადაწყვიტა, რომ ხალხი გაემხიარულებინა – გრიზმანი რჩება… ესპანეთში“.

თავად ფეხბურთელმა გუშინ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა მას ჯერ არ გაასაჯაროებს.

Mundo ირწმუნება, რომ გრიზმანმა არჩევანი „ბარსელონას“ სასარგებლოდ გააკეთა და 1 ივლისს კატალონიელები მას ოფიციალურად წარადგენენ.

როგორც ჩანს, საპნის ოპერა გრძელდება და ჯერჯერობით მის დასრულებას არ უნდა ველოდოთ.