დღეიდან საფეხბურთო ზეიმი იწყება!

203

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს დღეს მოსკოვის ლუჟნიკებზე რუსეთისა და საუდის არაბეთის მატჩი გახსნის. მატჩამდე, სტადიონზე ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 500 მოცეკვავე, მოტანვარჯიშე, ტრამპინისტი და აკრობატი მიიღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნება ექსტრავაგანტული შოუ, რომელიც რუსეთის ისტორიას ორიგინალურად მოჰყვება.

ოფიციალურ ღონისძიებაზე იმღერებს ბრიტანელი ვარსკვლავი რობი უილიამსი, რომელიც ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

ფიფას ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ოდნავ განსხვავებული ფორმატი ექნება, ვიდრე წინა წლებში. 2018 წლის ჩემპიონატზე განსაკუთრებული აქცენტები იქნება მუსიკალუ შოუებზე.

მუნდიალის ჰიმნს Live it up ჰქვია და მას ვილ სმითი, ნიკი ჯემი და ალბანელი მომღერალი, ერა ისტრეფი შეასრულებენ.

გახსნის მატჩზე 80 ათასი ბილეთია გაყიდული. მატჩი 19:00–ზე დაიწყება.

ipress.ge