ვის შეხვდებიან 20 წლამდელები მომავალი წლის მსოფლიო თასზე?

409

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. ისტორიაში პირველად, ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება მოახერხეს.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის დამარცხება მოახერხა, ხოლო მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონიას მოუგო.

უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ – ამ მატჩში გამარჯვებული მე-9 ადგილს დაიკავებს. თუ საქართველო ამ მატჩს მოიგებს, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს შოტლანდიაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე გარკვეულია. უმცროსი ბორჯღალოსნების ჯგუფში 2019 წელს ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და მასპინძელი შოტლანდია იასპარეზებენ.

წყარო: popsport.com