კაშია არნემელებს ემშვიდობება

289

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ქართველი მცველი რვა წლის განმავლობაში არნემის ვიტესის ღირსებას იცავდა. კაშიამ საკუთარ გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რითიც კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

გურამ კაშია: მიუხედავად იმისა, რომ ვიტესის ნაწილი აღარ ვარ, ვიტესი ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება. არნემელებო, დიდი მადლობა იმისთვის, დღეს ასეთი პიროვნება ვარ. მადლობა იმ საუკეთესო წლებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში მაჩუქეთ.

დამშვიდობება ჩემი გეგმის ნაწილი არ იყო, მაგრამ იმ ფაქტს ვეგუები, რომ კარგი ამბები ყოველთვის მთავრდება. იმედი მაქვს გამიგებთ, ახალი გამოცდილების შეძენის სურვილი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენზე და ვიტესზე ნაკლებად ვიფიქრებ.~

თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იყავით და ეს არასდროს შეიცვლება. მინდა ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხრა მადლობა, მაგრამ ამის ინდივიდუალურად გაკეთება შეუძლებელია.

თქვენ გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი არნემში, ვიტესის ქომაგები არიან. ვერასდროს შევძლებ იმ რვა წლისთვის საკმარისად მადლობის გადახდას.

სადაც უნდა წავიდე, თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემს გულში. გულშემატკივრები, კლუბი და ქალაქი ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნებით

წყარო: popsport.com