ლეროი სანე ცნობილ მომღერალთან ერთად ისვენებს(VIDEO + ფოტო)

481

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ლეროი სანე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა. ბუნდესმწვრთნელმა მანჩესტერ სიტის 22 წლის გარემარბი განაცხადიდან ბოლო დღეს წაშალა. აი, მისი მეგობარი გოგოსთვის კი, სანე კვლავ ნომერ პირველი არჩევანია.

სანეს შეყვარებული 31 წლის კენდის ბრუკსი გახლავთ, რომელიც R’n’B-ს ცნობილი მომღერალია. წყვილმა ინსტაგრამზე ასეთი ვიდეო დაპოსტა:

 

სიყვარული მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად, ცხელ-ცხელი კოცნები დრიბლინგების ნაცვლად – აი, ასე ანუგეშებს კენდის ბრუკსი ლეროი სანეს.

მათ 2017 წლის ბოლოს გაამხილეს, რომ ერთად არიან. მანამდე, კენდის ბრუკსი მომღერალ კრის ბრაუნთან, ასევე NBA-ს ვარსკვლავ ანდრე დრამონდთან და რეპერ ფრენჩ მონტანასთან მეგობრობდა.

 

წყარო: popsport.com