მბაპე: “რონალდუ ვარჯიშობს, ბრუნდება შინ, მერე კი…”

479

“პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შემტევმა კილიან მბაპემ “რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

“შეგიძლია, რონალდუ სურვილის მიხედვით გააკრიტიკო, თუმცა ის ვარჯიშობს, ბრუნდება შინ, შემდეგ კი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან აგდებს. ეს მისი ჩვეული რეჟიმია. აი, რას მოაქვს მისთვის ბედნიერება,“ – ციტირებს მბაპეს L’equipe.

“რეალი“ და “პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ 2017/18 სეზონში ერთმანეთს 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მადრიდულმა კლუბმა ორივე მატჩში გაიმარჯვა, საერთო ანგარიშით 5:2 (3:1, 2:1), რონალდუმ კი თითოეულ ჯერზე გოლი გაიტანა.

“პარი სენ-ჟერმენის“ ბარიერის გადალახვის შემდეგ “სამეფო კლუბმა“ ზინედინ ზიდანის თავკაცობით საქმე ბოლომდე მიიყვანა და უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო.

adjarasport