პრემიერლიგის კალენდარი ცნობილია – ემერი რთული მატჩებით იწყებს

223

ინგლისის პრემიერ ლიგამ 2018/19 სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. სასტარტო ტურში მაყურებელი “არსენალისა“ და “მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებას იხილავს.

უნაი ემერის გუნდს ყველაზე მეტად არ გაუმართლა. ესპანელ მწვრთნელს პრემიერ ლიგაში დებიუტი მოქმედ ჩემპიონ “მანჩესტერ სიტისთან“ ექნება, უკვე მეორე ტურში კი “არსენალი“ უპრინციპულეს მატჩში “ჩელსის“ ესტუმრება.

პირველი ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ნიუკასლისა“ და “ტოტენჰემის“ დუელი. ზედიზედ მეორედ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სეზონს “სენტ ჯეიმს პარკზე“ დაიწყებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი“ ქულების აღებას “ლესტერთან“, საშინაო მატჩში შეეცდება, “ლივერპული“ “ვესტ ჰემს“ მიიღებს, ხოლო “ჩელსი“ “ჰადერსფილდს“ ესტუმრება – შესაძლოა, ახალი მწვრთნელით.

ზაფხულის ბოლომდე გულშემატკივრები კიდევ ერთ დიდ მატჩს იხილავენ. 25 აგვისტოს “იუნაიტედი“ საკუთარ სტადიონზე “ტოტენჰემთან“ იპაექრებს – თამაში მესამე ტურის ფარგლებში გაიმართება.

წყარო: adjarasport.com