რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერები დაესწრებიან

262

რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნასა და პირველ მატჩს ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის ქვეყნები და ოკუპირებული რეგიონები, რომელთა ლიდერებიც გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებიც ფიგურირებენ.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიალს დასავლეთის არცერთი ლიდერი არ დაესწრება.

იმ ქვეყნებისა და ოკუპირებული რეგიონების სია, რომელთა ლიდერები მოსკოვს ეწვევიან:

  1. აფხაზეთი;
  2. აზერბაიჯანი;
  3. ბელარუსი;
  4. ბოლივია;
  5. ლიბანი;
  6. მოლდოვა;
  7. პარაგვაი;
  8. პანამა;
  9. რუანდა;
  10. სამხრეთ ოსეთი;
  11. საუდის არაბეთი;
  12. სომხეთი;
  13. ტაჯიკეთი;
  14. უზბეკეთი;
  15. ყაზახეთი;
  16. ყირგიზეთი;
  17. ჩრდ. კორეა.