საფეხბურთო ახალი წელიც დადგა

343

დღეს 3-ჯერ გამეღვიძა და სამივეჯერ საათს შევხედე, კიდევ რამდენი საათი უნდა გავიყვანო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყოსთქო… მერე რამდენჯერმე შევიბრუნე და ნუ საბოლოოდ მაინც გამეღვიძა, თან ლექცია საღამოს მაქვს და უკვე ვითვლი რამდენი წუთის დაგვიანება შემიძლია, რომ გახსნის ყურება მოვასწრო… ხანდახან ესე ჩემთვის ვზივარ არაფერზე არ ვფიქრობ, უცბად გამახსენდება მუნდიალი, რომ იწყება და ბედნიერი ვარ… და ძაან ბევრს ვიცნობ კიდევ ჩემნაირს… ადრე ისე ველოდებოდი, 1 თვით ადრე ყველა ფეხბურთელის სტიკერი მქონდა დათრეული და ვგიჟდებოდი პირველი არხის წინა სამატჩო გადაცემებზე, ეს ცნობილი ხალხიც, რომ ფეხბურთს უყურებდნენ, რაღაცნაირად უფრო მიჩქარებდა გულს, ვხვდებოდი, რომ ისინიც ჩემნაირად იყვნენ და ელოდებოდნენ მსოფლიოს… ეხლა ცოტა შეიცვალა რაღაცები, მაგრამ ჩემი და ჩემი ძმაკაცების მთავარი სალაპარაკო ბოლო თვეებში სწორედ მსოფლიო ჩემპიონატია… ყველა თავისი პროგნოზებით, ზოგი ფიფას თამაშს ითხოვს მუნდიალის რეალური შემადგენლობებით, ზოგს ფენტეზის თამაში სურს, მოკლედ ყველა თავისებურად ელოდება… მუნდიალი ახალ წელს გავს, ყველა ელოდება, ყველა ჩართულია, ყველა აჟიტირებულია… მიუხედავად იმისა, რომ ეს ფეხბურთის ფანების დღესასწაულია, ამ ჩემპიონატის მთავარი ხიბლი ის არის, ხანდახან ბებიაჩემიც, რომ უყურებს ფეხბურთს, არცერთი ფეხბურთელი, რომ არ იცის და მაინც გულშემატკივრობს იმ გუნდს, რომელსაც ან მე ან ბიძაჩემი… მუნდიალზე უამრავი ფეხბურთელი ითამაშებს, ისინი ამ დღეზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ, სიღარიბეში გაზრდილი ბიჭები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ დღეს მთავარი ვარსკვლავები იქნებოდნენ და მათ თამაშს მთელი მსოფლიო დაელოდებოდა, მაგალითად ბრაზილიის მთავარი ფორვარდი გაბი ჟეზუსი წინა მუნდიალზე გრაფიტის აკეთებდა, დღეს კი მისი იმედი მთელ ქვეყანას და სელესაოს მილიონობით გულშემატკივარს აქვს… დღევანდელ დღეს 4 წელი ველოდით, 4 წლის წინ მეგონა, რომ რადგან რუსეთშია და ასე ახლოს არის წავიდოდი, თან ვფიქრობდი 18 წლის ვიქნები უკვე სრულწლოვანი #პროსტავინუნდაგამაჩეროსთქო , მაგრამ 18 წელი ჯერ მაინც პატარა ასაკი ყოფილა, აი შემდეგ ევროპაზე იქნებ მოვახერხო რამენაირად წასვლა… რუსეთში, რომ არის მარტო მაგ მიზეზით მიხაროდა, თორე ხარისხი, რომ ბევრად დაბალი იქნება ეს ცხადია, თან არ მიყვარს არასაფეხბურთო ქვეყნებში მუნდიალის ჩატარება, სად ბრაზილიაში, გერმანიაში ან იტალიაში, რომ არის მუნდიალი და მასპინძელსაც დიდი შანსი აქვს გამარჯვების და სად რუსეთში ან სამხრეთ აფრიკაში, მაქსიმუმ 1/8 ფინალში გამსვლელ ქვეყანაში… მაგრამ ეს მუნდიალი მგონი ბოლო იქნება ისეთი, როგორიც ადრე გვახსოვს, აბა 2022-ში ყატარში ზამთარში დაიწყებაო და 2026-ში საერთოდ 48 გუნდი იქნებაო, ფაქტია დონე ძალიან დაეცემა, ხოდა ვუყუროთ ამ მსოფლიოს და არცერთი დეტალი არ გამოვტოვოთ, რომ დიდხანს დაგვამახსოვრდეს… ნუ ჩემთვის მაინც 2006 წლის მუნდიალი იქნება ბოლო, სადაც ამდენი ვარსკვლავი თამაშობდა და ასეთი დღესასწაული იყო, მაგრამ მანდ გამარჯვებულიც ისეთი იყო, ვინც მე გამიხარდებოდა, წელს ფიზიკურად ვერ, იტალია ისვენებს, იტალია იმკის თავის შეცდომებს და ძალიან სამართლიანადაც, ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურაზე ვენტურაზე უკეთესს, რომ ვერ მოიყვან უკვე დიაგნოზია… ასევე არ არის ჩემი მეორე ფავორიტი ჰოლანდიაც, თუმცა მაგას შეგუებული ვიყავი, ფაქტია თაობამ ვერ იპოვა თავისი თამაში და ყველა ხვდებოდა, რომ დაიწყებოდა კრიზისი რობენი/სნეიდერი/რვპ-ს წასვლის მერე… თუმცა, მაგას თავი დავანებოთ, რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება მუნდიალი და ჩვენ შეგვეძლება ცივ ლუდთან (ჩემს შემთხვევაში ცივ კოკაკოლასთან, ლუდი არ მიყვარს) და ჩიფსებთან (მაგარ თამაშებზე ხინკალთან) ერთად ჩავუჯდეთ მთავარ საფეხბურთო ფორუმს… რამდენი ინტრიგა გველოდება? მესის და რონალდუს მთავარი მუნდიალი (ამის შემდეგ სავარაუდოდ აღარ იქნებიან ესეთი გიჟები), მუჰამედ სალაჰის მთავარი გამოცდა – შეძლებს ულიდეროს ეგვიპტეს და გაიყვანოს ჯგუფიდან? ლუის სუარესის ყოფაქცევა გახდება უკეთესი თუ წელსაც რაიმე სკანდალში გაეხვევა? ინიესტას ბოლო მუნდიალი, ოღონდ მწვრთნელის გარეშე – შეძლებს წავიდეს ზიდანივით? შეძლებენ პრემიერ ლიგის ვარსკვლავები ერთხელ და სამუდამოდ, რომ გაამართლონ გაცემული ავანსები, ცოტათი მაინც დაეხმარონ ინგლისის და ბელგიის ნაკრებს? შეძლებს ბრაზილია აიღოს რევანში გერმანიაზე და თუ დიდი ანგარიშით ვერა, უბრალოდ მაინც მოუგოს? იქნება ეს ნეიმარის მუნდიალი და გააჩუმებს კრიტიკოსებს, თუ ყველა ისევ მის ტრანსფერზე და თმის ფერზე ილაპარაკებს? კიდევ ბევრი იწუწუნებს ბურთის ტრაექტორიაზე? გააკეთებენ სხვადასხვა ცხოველები თავიანთ პროგნოზებს? პოლ პოგბა რას იზამს, გააკეთებს ერთ DAB-ს მაინც თუ არ მიეცემა მაგის საშუალებაც? შეძლებს თუ არა მესი, რომ გახდეს G.O.A.T და ვინ დაეხმარება მას ყველაზე მეტად აგუერო, დიბალა თუ დი მარია? იგუაინი კიდევ ჩაუსვრის? უნდა ველოდოთ პორტუგალიისგან სიურპრიზებს? მოკლედ მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, არ გამოტოვო მთავარი თამაშები და შეეცადე მაქსიმალურად ჩართული იყო… ბერლინი – ზიზუს თავი და წაქცეული მატერაცი, იოჰანესბურგი – გახარებული ინიესტას გმირული გოლი, რიო დე ჟანეირო – მარიო გიოტცე და გახარებული გერმანელები… მოსკოვი – ????

P.S მე ფრანგულ ან ბრაზილიურ შოუს ველოდები, ვნახოთ რა იქნება. სასიამოვნო მუნდიალს გისურვებთ, თუ მაინცდამაინც გეზიზღებათ ფეხბურთი, ეცადეთ ჩვენ, ფანატიკოსებს ძალიანაც არ გვაგრძნობინოთ, ჩვენთვის ფეხბურთი ძალიან ფაქიზი რამეა:)

ანდრო ხელაძის ბლოგი