ანჩელოტიმ ,,რეალის” ფეხბურთელი მოისურვა

451

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მეკარეს ეძებს.

ნეაპოლური გუნდის გოლკიპერი, პეპე რეინა “მილანში” გადაბარგდა და მას შემდეგ მის შემცვლელად რამოდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა: მატია პერინმა “იუვენტუსში” ამჯობინა გადასვლა, პორტუგალიელი რუი პატრისიუს შეძენაზე თავად თქვეს უარი, გერმანელი ბერნდ ლენოს ყიდვა კი სურდათ, მაგრამ ის დიდი ალბათობით “არსენალში” ჩაირიცხება.

ჰოდა, ანჩელოტი თავისი ყოფილი შეგირდის, კეილორ ნავასის გადაბირებას შეეცდება, რომელიც თუ “რეალმა” “რომას” კიპერის, ალისონის ტრანსფერი გაჩარხა, რაც ერთობ საძნელო საქმე ჩანს, ალბათ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

მოკლედ, აქ იმდენი “თუ” და “ალბათაა”, რომ ეს ყველაფერი ამ ეტაპზე უფრო მარჩიელობას ჰგავს.

ეს ამბავი “კორიერე დელო სპორტმა” იუწყა და ისიც გვამცნო, რომ კეილორის სათადარიგო ვარიანტად ანჩელოტიმ ორი მეკარე შეარჩია – ალფონს არეოლა (პსჟ) და სალვატორე სირიგუ (ტორინო).

წყარო: sportall.ge