ინიესტას გაფრთხილება თანაგუნდელებს

494

ესპანეთის ნაკრების ერთ–ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ თანაგუნდელები გააფრთხილა, არ დაგავიწყდეთ, რომ პორტუგალიას კრიშტიანუ რონალდუ ჰყავსო.

“პორტუგალია ძალიან სახიფათო გუნდია, რომელმაც 2 წლის წინ სერიოზულ შედეგს მიაღწია. მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, სადაც ერთი პატარა შეცდომაც კი ძვირად ფასობს. კრიშტიანუ ფენომენალური მოთამაშეა და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი სიფრთხილე სწორედ მის წინააღმდეგ გვმართებს” – აცხადებს ლეგენდარული ფეხბურთელი.

პორტუგალია–ესპანეთი დღეს 22:00–ზე დაიწყება.